ბრინჯი - 200 გრამი
ტუნა - 3 ვარდისფერი პომიდორი
მარინადი
1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
1 ჩაის კოვზი მისო (იგივე ფერმენტირებული სოიო - თუ არ გაქვთ, არა უშავს, თუმცა კარგი ინგრედიენტია კერძებში ფერმენტირებული ელემენტის და უმამი გემოს შემოტანისთვის)
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
½ ჩაის კოვზი პაპრიკა
¼ ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი
1 ჩაის კოვზი ნორის ფხვნილი (დაფქული ნორის ფურცელი).
2 სუფრის კოვზი ცხელი წყალი
გასაფორმებლად
1 ჩაის კოვზი ქეშიუს მაიონეზი (ან სხვა ვეგანური მაიონეზი)
2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი (ჩასაწებად)
1 ღერო მწვანე ხახვი (მოსაყრელად)
მოხარშეთ ბრინჯი.
გაგრილებული ბრინჯით გააკეთეთ ფორმები (გამოიყენეთ ნიგირის ფორმა ან შესაფუთი ცელოფანი დაპრესეთ და მიეცით სასურველი ფორმა). მიღებული ფორმის ბრინჯი დაფაზე დააწყვეთ.
პომიდვრის „ტუნას“ მოსამზადებლად აადუღეთ წყალი. პომიდორს გაუკეთეთ 4 ვერტიკალური ხაზი დანის წვერით და ჩააგდეთ ადუღებულ წყალში 40-60 წამით. ამოღებისთანავე გადაიტანეთ ცივ წყალში, რომ არ განაგრძოს ხარშვა.
პომიდორს მარტივად მოცილდება კანი. გაჭერით ოთხად, ამოაჭერით გული და კოვზით მოაშორეთ თესლები.
მარინადისთვის ყველა ინგრედიენტი აურიეთ ფიალაში.
„ტუნას“ ნაჭრები ჩადეთ მარინადში და მაცივარში გააჩერეთ 30 წუთით მაინც (ან მთელი ღამით).
გასაფორმებლად ბრინჯის ფორმას დაადეთ ერთი ნაჭერი „ტუნა“, წაუსვით ცოტაოდენი მაიონეზი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.
სასარგებლო თვისებები:
პომიდორი - გამძვინვარებული ვირუსის გავრცელების პერიოდში C ვიტამინი უმნიშვნელოვანესია. პომიდორი სწორედ C ვიტამინის კარგი წყაროა და, იმავდროულად, სავსეა ანტიოქსიდანტებით.