პლანტას კივი საგანგებოდ შერჩეული, გადარჩეული და მოხერხებულად შეფუთული პროდუქტია, რომელიც საცალო ქსელებში მთელი წლის მანძილზე ხელმისაწვდომია.
კივი უგემრიელესი ხილია, რომელიც შეგვიძლია მივირთვათ ნედლიც და გამოვიყენოთ არაჩვეულებრივი სოუსების თუ სალათების მოსამზადებლადაც.
კივი ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ხილია. განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. კივი თითქმის ორჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ლიმონი. 100 გრ. კივით C ვიტამინის დღიური ნორმის 108%-ის მიღებაა შესაძლებელი. ის ასევე უხვად შეიცავს K და E ჯგუფის ვიტამინებს.
კივი სასარგებლოა გულის და მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის, ასევე იმუნიტეტის ამაღლებისთვის.