კენკრის და ფეტას სალათა

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 4

კენკრის და ფეტას სალათა

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

250-300 გ სხვადასხვა სახეობის სალათის ფოთოლი

150 გ მოცვი

150 გ ჟოლო

150 გ მარწყვი

2 ც. კივი

1 ც. პატარა ხახვი

¼ ჭიქა ფსტა

100 გ ყველი ფეტა

3-4 ღერო შაშკვლავი

მარილი, პილპილი გემოვნებით

დრესინგი

150 გ გაწურული მაწონი

½ ლიმონის წვენი

მარილი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია

კარგად გარეცხილი და გამშრალი სალათის ფოთლები დავანაწევროთ ხელით და ავურიოთ მოზრდილ ჯამში. 

მარწყვი და კივი დავჭრათ სასურველ ზომებად. ხახვი დავჭრათ რგოლებად. 

ყველაფერი მოვათავსოთ ჯამში, დავყაროთ ფსტა, შაშკვლავის ფოთლები, ხელით დავფშვნათ ფეტა, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. 

სულ ბოლოს მოვასხათ სოუსი - გაწურულ მაწონში შევურიოთ ლიმონის წვენი და შევაზავოთ ცოტაოდენი მარილით. 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები