საქართველოში, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში, ხილს სადილის შემდეგ მიირთმევენ ხოლმე. თუ, დააკვირდებით თქვენს ორგანიზმს, შეამჩნევთ რომ ეს არც ისე სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს.
ხილი უმეტესად წყალს შეიცავს, ამიტომ სადილის შემდეგ ხილის მირთმევა მუცლის შებერვას იწვევს და თქვენ სიმძიმის შეგრძნება გეუფლებათ. გარდა ამისა, ამ თანმიმდევრობით კვება, საკვების მონელების სისტემისთვისაც ცუდია. უმჯობესია, ჯერ ხილი მიირთვათ და შემდეგ სადილი. ასეთ შემთხვევაში ხილის მონელება უფრო მარტივია და კუჭიდან მალე გადადის ნაწლავებში, რაც შემდეგ გზას უთავისუფლებს ისეთ საკვებს, რომლის მონელებასაც უფრო მეტი დრო ჭირდება.
ეს გზა ასევე საშუალებას მოგცემთ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ ხილისგან და აითვისოთ ყველა ვიტამინი. თუ თქვენ სადილის შემდეგ მიირთმევთ ხილს, იმ დროის განმავლობაში სანამ კუჭი სხვა საკვებს მოინელებს და ხილის მონელებაზე გადავა, ხილი კუჭში ოდნავ ლპება და სასარგებლო თვისებებს კარგავს.
სცადეთ საზამთრო და ნესვი სადილამდე მიირთვათ და ნახავთ, რამდენად უკეთ იგრძნობთ თავს. თუმცა, მსხლის, კომშის და მკვახე ხილის ჭამა უზმოზე არ არის კარგი, რადგან შეიძლება „გულზე დაგადგეთ“. ამათ გარდა, ნებისმიერი ხილი შეგიძლიათ დილით მიირთვათ. თუ არ ხართ მიჩვეული, თავიდან შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ორგანიზმი მალევე მიეჩვევა.
თუ უზმოზე ხილის ჭამა მაინცდამაინც არ გიყვართ, მაშინ უმჯობესია ხილი შუადღეს მიირთვათ, ან საუზმიდან 2 საათის გასვლის შემდეგ.
რაც შეეხება სხვა საკვებს, იდეალური თანმიმდებრობა ასეთია: მირთვით ჯერ ხილი, შემდეგ ცოცხალი ბოსტნეული ან სალათი, და შემდეგ მომზადებული კერძი. ამგვარად, საკვები არ დაგამძიმებთ და მაქსიმალურ სარგებელსაც მიიღებთ.
ჭამის სიხშირე
ბოლო დროს პოპულარული გახდა ისეთი დიეტები, რომლებიც კონცეტრირებულია ხშირად და პატარა ულუფების მიღებაზე. მაგალითად 4 და 5-ჯერ ჭამა დღეში, მაგრამ ნაკლები ოდენობით. ასეთი სახით კვება არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის. წარმოიდგინეთ თქვენი კუჭი მთელი დღის განმავლობაში არ ისვენებს და მუშაობს, და არამარტო კუჭი, მთელი ორგანიზმი დატვირთულია იმით, რომ საკვები მოინელოს.
ფუნდამენტურ დონეზე, საკვები არის საწვავი, რომელიც ორგანიზმს სჭირდება. თუ თქვენ მთელი დღე საწვავის ავსებაზე ზრუნავთ, ესე იგი მანქანას ვერ იყენებთ ეფექტურად. რაც უფრო ნაკლები საწვავი სჭირდება მანქანას ხომ უკეთესია? ეს არ ნიშნავს იმას რომ მოიკლოთ საჭმელი, უბრალოდ რაც არ გჭირდებათ, იმაზე მეტის მიღება მავნებელია. ეს თქვენ ყოველდღიურ ენერგიაზეც იმოქმედებს. სხეული და გონება უკეთესად მუშაობს როცა კუჭი საკვებით არ არის სავსე, რადგან მონელების პროცესს თქვენი ენერგია მიაქვს.
ეცადეთ დღეში მხოლოდ 3-ჯერ ჭამოთ და ამ პერიოდებს შორის წახემსებისგან თავი შეიკავოთ. თავად დარწმუნდებით რამდენად ეფექტური იქნება თქვენი შრომისუნირიანობა და ჯანმრთელობის შეგრძნება.