ჰალაპენიო ჩილი წიწაკების ოჯახის საპატიო წევრია, სამხრეთ ამერიკული ფესვებით. დაახლოებით 4 სმ, მუქი მწვანე, პრიალა ზედაპირის მქონე წიწაკები, საშუალოდ ცხარესა და ძალიან ცხარეს შორის მერყეობს.
კულინარიაში, და განსაკუთრებით მექსიკურ სამზარეულოში, ჰალაპენიოს მომზადების ბევრ მეთოდს შეხვდებით, მაგალითად გამოიყენება ცოცხლად, ცხარე დანამატად სხვადასხვა კერძში, სალათასა თუ საწებელში, როგორიცაა გუაკამოლე, სალსა; ცხარე და არომატული ზეთების დასამზადებლად; შესაწვავად; დასამწნილებლად; ომლეტში; მთავარ ინგრედიენტადაც კი გვევლინება სხვადასხვა გულსართით, მიუხედავად სიცხარისა. ერთ-ერთი გავრცელებული კომბინაციაა გამომცხვარი ჰალაპენიო ყველით და საფანელით, პიკანტური და ძალიან არომატული ხემსია.
ჰალაპენიო ნუტრიენტების მაღალი შემცველობით გამორჩეული პროდუქტია, დაბალკალორიულია, თუმცა მდიდარია ვიტამინებით (განსაკუთრებით C და B6), მინერალებით და ანტიოქსიდანტებით, ებრძვის ინფექციებს და უჯრედისის კარგი წყაროა. სიცხარის მიუხედავად იცავს კუჭს წყლულების გაჩენისგან.
ცოცხალი ჰალაპენიო, მაცივარში 2-3 კვირა ინახება.
იმისთვის, რომ შევამციროთ ჰალაპენიოს სიცხარე, სასურველია გავჭრათ შუაზე და ამოვაცალოთ თესლები და რბილობი, რაც წიწაკაში ყველაზე ცხარე ნაწილია, თუმცა, მიუხედავ ამისა, საკმაოდ ცხარე წიწაკაა, გაითვალისწინეთ.
მოერიდეთ რბილობთან და თესლებთან კანით შეხებას, რადგან წიწაკაში არსებული ალკალოიდი კაფსაიცინი აღიზიანებს კანს, იწვევს წვას და ქავილს. ამიტომ წიწაკებთან რეკომენდებულია ხელთათმანებით მუშაობა, ან უკიდურეს შემთხვევაში, კარგად გაიხეხეთ ხელები და მოერიდეთ სახესთან და თვალებთან კონტაქტს.
ჰალაპენიოს მარინადი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ყველასთვის საყვარელი დანამატია, რომელიც სალათებში, სენდვიჩებსა და ბურგერებში პიკანტური გემოსთვის გამოიყენება. მისი მომზადება ძალიან მარტივია, ნახეთ ჰალაპენიოს მარინადის რეცეპტი httpsplantagerecipes299-halapenios-marinadi და მიჰყევით ინსტრუქციას.