კივის ტარტი ქოქოსის კრემით

  • 2 საათი
  • რთული
  • 6

კივის ტარტი ქოქოსის კრემით

  • 2 საათი
  • რთული
  • 6

ინგრედიენტები

ტარტის ცომისთვის დაგჭირდებათ:

240 ფქვილი

100 კარაქი

50 შაქრის პუდრი

მწიკვი მარილი

1 კვერცხი

1 . წყალი

7-8 ცალი კივი

 

კრემისთვის:

300 ქოქოსის რძე

60 შაქარი

2 კვერცხის გული

35 სიმინდის სახამებელი

1 ფირფიტა ჟელატინი

 

მომზადების ინსტრუქცია

ცომის მოსამზადებლად ყველა მშრალი ინგრედიენტი გააერთიანეთ ჯამში, დაუმატეთ თხლად დაჭრილი, ცივი კარაქი. დაამუშავეთ ცომი ხელით ისე, რომ მიიღოთ ფხვიერი, ფქვილისებრი მასა. დაუმატეთ მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი და წყალი, მოზილეთ ცომი სწრაფად, შეფუთეთ საკვებ პარკში - გრინში და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთით.

დაგჭირდებათ ტარტის ფორმა დიამეტრით 24-26 სმ.

გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე.

ტარტის ყალიბს ძირზე წაუსვით კარაქი. ცომი გააბრტყელეთ ფქვილის დახმარებით, გადაიტანეთ ყალიბში, ამოიყვანეთ გვერდები და მოაჭერით ზედმეტი ცომი. ძირი დაჩხვლიტეთ ჩანგლით, დააფინეთ საცხობი ქაღალდი, დააყარეთ სიმძიმე, მაგალითად ლობიოს ან მუხუდოს მარცვლები. გამოაცხვეთ 20 წუთი სიმძიმით, 15 წუთი სიმძიმის გარეშე. აცხვეთ ვიდრე ტარტის ძირი ოქროსფრად არ შეიფერება.

გამომცხვარი ტარტი ამოიღეთ ყალიბიდან და გააგრილეთ.

 

კრემის მოსამზადებლად ჟელატინის ფირფიტა დაალბეთ ცივ წყალში.

ქვაბით ცეცხლზე შემოდგით ქოქოსის რძე და მიიყვანეთ ადუღებამდე. კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ მსუბუქად, დაუმატეთ სახამებელი და გადაურიეთ ვიდრე სრულად არ გაიხსნება. ადუღებული რძე დაასხით კვერცხიან მასას, მოურიეთ და დააბრუნეთ ქვაბში, მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე 3-4 წუთი, ინტენსიური მორევით

მოხარშული კრემი გადაიტანეთ სუფთა ჯამში, ცხელშივე ჩააგდეთ გაწურული ჟელატინი და კარგად ათქვიფეთ მიქსერით, ვიდრე კრემი არ შეგრილდება. გაგრილებული კრემი გადაანაწილეთ ტარტზე.

გათალეთ და რგოლებად დაჭერით კივი, დაალაგეთ კრემზე და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი სურვილისამებრ.

 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები