ტკბილი წიწაკა - 3 ცალი
შუშა კიტრი – 2 ცალი
1/2 ლიმონის წვენი
ნიორი – 1 კბილი
კამა – 10 გრ.
ზეითუნის ზეთი – 20 მლ.
მაწონი – 200 გრ.
ლავაშის პური – 1 ფირფიტა
მზესუმზირის ზეთი- 30 მლ.
ორეგანო
მარილი
ლავაშის პურები დაჭერით პატარა სამკუთხედებად, მოასხით ცოტაოდენი ზეთი, მოაყარეთ მარილი, ორეგანოს სუნელი და გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.
მოამზადეთ ძაძიკის სოუსი – გახეხეთ კიტრი და გადაწურეთ დოლბანდში, დაკეპილი ნიორი და კამა გადაურეთ მაწონში, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი და გაწურული გახეხილი კიტრი. მოათავსეთ ფიალაში.
შემდეგ დაჭერით ბულგარული წიწაკა და გახურებულ ტაფაზე ცოტაოდენ ზეითუნის ზეთთან ერთად მობრაწეთ მაღალ ტემპერატურაზე, ასევე მოვბრაწოთ მწვანე ხახვის ძირები და ლიმონის ნაჭრები.
მოათავსეთ დაფაზე – ძაძიკის სოუსი, მობრაწული ბოსტნეული და ლავაშის ჩიფსები.