გამომცხვარი ჩერის დიფი

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 2

გამომცხვარი ჩერის დიფი

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

500 გ ნაირფერი ჩერი

200 მლ ზეითუნის ზეთი

5 მლ ბალზამირებული ძმარი

3 კბილი ნიორი

3 ღერო ბეგქონდარა

3 ღერო შაშკვლავი

მარილი, ახალდაფქული პილპილი გემოვნებით

300 გ ლაბნე ან გაწურული მაწონი

ცოცხალი ბეგქონდარა და შაშკვლავი სერვირებისთვის

გრილზე გაფიცხებული პური სერვირებისთვის

 

მომზადების ინსტრუქცია

გავაცხელოთ ღუმელი 200 გრადუსზე.

ჩერი მოვათავსოთ კერამიკულ ჭურჭელში ან ღუმელისთვის განკუთვნილ ტაფაზე, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, ძმარი, მოვაყაროთ დაჭყლეტილი ნიორი, მწვანილები, მარილი და პილპილი, გამოვაცხოთ 30-35 წუთი ან ვიდრე პომიდორი არ დარბილდება და წვენს გაუშვებს. გამოვიღოთ და გავაგრილოთ.

სერვირებისთვის განკუთვნილ თეფშზე ვანაწილებთ ლაბნეს, ვალაგებთ გამომცხვარ პომიდორს და ვასხამთ ტაფაზე დარჩენილ წვენს, ვაყრით ცოცხალ მწვანილებს, მივირთმევთ გაფიცხებული პურით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები