სატაცურის გალეტი

  • 45 წუთი
  • მარტივი
  • 8

სატაცურის გალეტი

  • 45 წუთი
  • მარტივი
  • 8

ინგრედიენტები

600 გ  ფენოვანი ცომი 

450 გ სატაცური  

200 გ კრემ-ყველი 

100 გ არაჟანი  

1 კბილი  ნიორი

1 კვერცხი

½  ლიმონის ცედრა

მწიკვი მუსკატის კაკალი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

30 გ პარმეზანი

მომზადების ინსტრუქცია

გააცხელეთ ღუმელი 210 გრადუსზე.

ცომი გააბრტყელეთ და გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე, რომელსაც წინასწარ დააფენთ საცხობ ქაღალდს. კიდეებიდან 2 სანტიმეტრის მოშორებით მთელ სიგრძეზე დასერეთ ცომი დანის წვერით, თითქოს ჩარჩო გაუკეთეთ.


კრემ-ყველი, არაჟანი, გაჭყლეტილი ნიორი, კვერცხი, მუსკატის კაკალი, მარილი, პილპილი და ლიმონის ცედრა ათქვიფეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ ცომზე, ჩარჩოს შიგნით, და გადაასწორეთ თანაბრად. გვერდებზე გადაუსვით 1 სუფრის კოვზი წყლით ათქვეფილი კვერცხის გული. 


დაალაგეთ სატაცური არაჟნიან მასაზე, მოასხით ზეითუნის ზეთი და გადაანაწილეთ ფუნჯით სატაცურებზე, მოახეხეთ ყველის ნახევარი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. გამოაცხვეთ 30 წუთი ან მზადყოფნამდე. უკვე მზას და შეგრილებულს, მოაყარეთ დათლილი ყველი.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები