ჩერი პომიდვრის ტარტი

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 4

ჩერი პომიდვრის ტარტი

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

500 მზა ფენოვანი ცომი

600 ნაირფერი ჩერი

1 .კ. დიჟონის მდოგვი

2 .კ. ზეითუნის ზეთი

მარილი, ახალდაფქული პილპილი გემოვნებით

1 კვერცხის გული

3-4 ღერო შაშკვლავი

1 ცალი ბურატა

მომზადების ინსტრუქცია

გააცხელეთ ღუმელი 210 გრადუსზე. პომიდვრები გაჭერით ორად სიგრძეზე.
გამლღვალი ფენოვანი ცომი ოდნავ გააბრტყელეთ და ამოჭერით მრგვლად, ჯამის ან განიერი სერვირების თეფშის დახმარებით. ცომი გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე, რომელზეც წინასწარ დააფენთ საცხობ ქაღალდს, ფირფიტაზევე გააგრძელეთ ტარტის აწყობა.
ცომს კოვზით გადავუსვით მდოგვი, კიდეებში დატოვეთ 1-2 სანტიმეტრი. დატოვებულ კიდეებზე ფუნჯით წაუსვით კვერცხის გულისა და 1 ს.კ. წყლის ნაზავი.
ცენტრში დაალაგეთ პომიდვრები, კვერცხიანი ნაწილი დატოვეთ ცარიელი, ოქროსფრად რომ გამოცხვეს.
მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და გაუშვით ღუმელში 30-35 წუთი ან ვიდრე ოქროსფრად არ მოიბრაწება კიდეები.
გამომცხვარ, ოდნავ შეგრილებულ ტარტს მოაყარეთ შაშკვლავის ფოთლები და ცენტრში დადეთ ბურატა სურვილისამებრ.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები