ჩერი პომიდორი რედერი
½ ც. თეთრი ხახვი
1 კბილი ნიორი
½ ც. წითელი ტკბილი წიწაკა
50 გ იისფერი კომბოსტო
რუკოლა
სალათის ფურცლები
ზეითუნის ზეთი
როზმარინი (ცოცხალი)
50 გ შებოლილი სულგუნის ნაჭრები
50 გ ქართული თხილი
10 გ კარაქი
მარილი
პილპილი გემოვნებით
ჩერი პომიდვრები დავჩხვლიტოთ და მოვათავსოთ ადუღებულ წყალში 3-4 წთ, რის შემდეგაც გადავიტანოთ ყინულებიან წყალში და ფრთხილად გავაცალოთ კანი. კანგაცლილ ჩერი პომიდორ რედერს დავასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ როზმარინის მწვანე ფოთლები და მარილი.
სალათის ფურცლები მოვათავსოთ ჯამში და დავუმატოთ დაჭრილი წითელი კომბოსტო, ტკბილი წიწაკა, ნიორი და ხახვი. დავუმატოთ ჩერი პომიდვრები და კარაქში შებრაწული შებოლილი სულგუნი და თხილი.
გემრიელად მიირთვით