400 გ ჩერი პომიდორი
400 გ ფენოვანი ცომი
200 გ ჭყინტი ყველი
100 გ პესტო (იხილეთ პლანტას შაშკვლავის პესტოს რეცეპტი)
2 ს.კ ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი გემოვნებით
ნუშის ფანტელები მოსაყრელად, სურვილისამებრ
1 კვერცხის გული ოქროსფერი ცომისთვის
გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე.
საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი. ცომი მოათავსეთ ფირფიტაზე, არ გააბრტყელოთ. ხელით უხეშად დატეხეთ ჭყინტი ყველი და დაალაგეთ ცომზე, კიდეები დატოვეთ ცარიელი 1 სანტიმეტრზე. მოასხით პესტო, ალაგ-ალაგ, შეავსეთ პომიდვრებით, მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ნუშის ფანტელი.
კიდეებზე ფუნჯით გადასუვით ცოტაოდენ წყალში გაზავებული კვერცის გული.
გამოაცხვეთ 25-35 წუთი ან ვიდრე ტარტი ოქროსფერად არ შეიფერება.