2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 თავი ხახვი
6 კვერცხი
½ წითელი ცხარე წიწაკა
20 გ რუკოლა ან დაჭრილი ისპანახი
300 გ პომიდორი ჩერი
მარილი და პილპილი გემოვნებით
ოხრახუში ცოცხლად მოსაყრელად
24-26 სმ დიამეტრის ტაფა შემოდგით ცეცხლზე და დაასხით ზეთი, დაყარეთ ნახევარმთვარეებად დაჭრილი ხახვი, მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე, ვიდრე გამჭვირვალე არ გახდება.
პარალელურად მსუბუქად ათქვიფეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
პომიდვრები გაჭერით ორად, წიწაკა დაჭერით წვრილად, რუკოლა დაანაწევრეთ ხელით.
მოშუშულ ხახვს დაასხით კვერცხი, მოაყარეთ ბოსტნეული და ყველი სურვილისამებრ (მოცარელას ბურთები), გაანაწილეთ ტაფაზე.
თუ ტაფა ღუმელთან თავსებადია, მომზადება გააგრძელეთ ღუმელში 180 გრადუსზე 10-15 წუთი.
თუ ჩვეულებრივი ტაფაა, დაახურეთ ხუფი და დაბალ ცეცხლზე შეწვით მზადყოფნამდე.
მზა ფრიტატას მოაყარეთ ოხრახუშის ფოთლები.