400 გ სატაცური
400 გ ფენოვანი ცომი
100 გ თხის ყველი
მარილი, პილპილი.
2 ჩ.კ ზეითუნის ზეთი
2 ს.კ ტარხუნის ფოთლები
1 კვერცხის გული
1 ჩ.კ სეზამის მარცვლები
ფქვილი სამუშაოდ
გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე.
სატაცურს მოაჭერით უხეში ბოლოები. შედარებით მსხვილი ღეროები შეგიძლიათ გათალოთ ბოსტნეულის სათლელით.
ფენოვანი ცომი გაყავით 4 კვადრატად და გააბრტყელეთ დაახლოებით 16-18 სანტიმეტრზე. დაიხმარეთ ფქვილი.
კვადრატის შუაგულში ჩადეთ თხლად დაჭრილი ყველი, მოათავსეთ 4-5 ცალი სატაცური. მოაყარეთ მარილი, პილპილი, ტარხუნის ფოთლები, მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი და გადაკეცეთ ორი კუთხე.
კვერცხის გული გააზავეთ ცოტაოდენი წყლით, გადაუსვით ცომს და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
აცხვეთ 20 – 30 წუთი ან ვიდრე ცომი ოქროსფერი არ გახდება. მიირთვით თბილი.