საზაფხულო პასტის სალათა

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 4

საზაფხულო პასტის სალათა

  • 20 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

მოხარშული პასტა 300გ

სატაცური 200გ

პომიდორი ჩერი 100გ

1/2 ლიმონის წვენი და ცედრა

შაშკვლავი 3 ღერო

ზეითუნის ზეთი 50მლ

კაპერსი 100გ

მარილი

პილპილი

მომზადების ინსტრუქცია

მოხარშეთ პასტა მარილწყალში, გადაუწურეთ წყალი, გადაიტანეთ მოზრდილ ჯამში და მოასხით ზეითუნის ზეთი. 
სატაცურს მოაჭერით უხეში ღერო, გაჭერით სამ ნაწილად და შეაწითლეთ ტაფაზე ზეითუნის ზეთით 3-4 წუთი ან გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე 10-12 წუთი.
პომიდორი და შაშკვლავი დაჭერით და ჩაყარეთ ჯამში, მოახეხეთ ცედრა და მოასხით ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი გემოვნებით, დაუმატეთ კაპერსი და სატაცური. კარგად აურიეთ და გემრიელად მიირთვით.

გრილი პასტის სალათა მისწრებაა ზაფხულის ცხელ დღეებში, ეს შეიძლება იყოს ნოყიერი ლანჩი ან გარნირი სადილის მთავარი კერძისთვის.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები