1 ჭიქა მრგვალი ბრინჯი
1/4 ჭიქა ბრინჯის ძმარი
1 ჩ.კ. მარილი
1 ს.კ. შაქარი
1 ჩ.კ. სეზამის ზეთი
4 ფირფიტა ნორი
1 კიტრი
1 პომიდორი
4 კვერცხი
4 სალათის ფურცელი
ვიწყებთ ბრინჯის მოხარშვით, რაც შეგიძლიათ წინა დღესაც გააკეთოთ. აიღეთ სუშის ან სხვა მრგვალი სახეობის ბრინჯი. ბრინჯი მოხარშეთ 1,1/2 ჭიქა წყალში თავდახურული, როდესაც წყალი ამოშრება და დასრულდება ხარშვა, გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ დალუქული კიდევ 30 წუთი. ბრინჯი გადმოიტანეთ განიერ ჯამში, დაუმატეთ ბრინჯის ძმარში გახსნილი შაქარი და მარილი, კარგად აურიეთ, დაუმატეთ სეზამის ზეთი. გაყავით 8, შეძლებისდაგვარად, თანაბარ გუნდად, თითო სენდვიჩისთვის დაგჭირდებათ 2-2.
კვერცხი ათქვიფეთ, დაუმატეთ ცოტა მარილი და შეწვით განიერ ტაფაზე ცხიმში, ორივე მხრიდან, მზადყოფნამდე. გადმოიტანეთ საჭრელ დაფაზე და დაჭერით ოთხ ნაწილად.
ბოსტნეული დაჭერით თხელ ნაჭრებად. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ბოსტნეული თქვენი გემოვნებით.
სენდვიჩის ასაწყობად ნორი დავდოთ დაფაზე გლუვი მხრით ზევით, სველი ხელით ავიღოთ გაგრილებული ბრინჯის ერთი გუნდა, მოვათავსოთ ცენტრში, დავალაგოთ სასურველი ბოსტნეული, კვერცხი, ისევ ბოსტნეული და ბრინჯის მეორე გუნდა. გადავკეცოთ ნორის კუთხეები, რომ შევკრათ კვადრატი, გადავფუთოთ საკვებ პარკში, კარგად დავტკეპნოთ და მივცეთ კვადრატის ფორმა.