კიტრი - 150 გრ.
კვერცხი - 2 ცალი
ტარხუნა - 40გრ.
მწვანე ხახვი - 15 გრ.
მაწონი - 400 გრ.
არაჟანი - 200 გრ.
მარილი და პილპილი - გემოვნებით.
კვერცხი მოხარშეთ, გაფცქვენით და დაჭერით კუბებად. ასევე, დაჭერით გათლილი კიტრიც. დაჭრილი კვერცხი და კიტრი გადაიტანეთ ქვაბში და დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.
ცალკე ჭურჭელში გადმოასხით მაწონი და არაჟანი, დაუმატეთ ტარხუნის ფოთლები და კარგად დააბლენდერეთ.
მიღებული მასა დაასხით დაჭრილ ბოსტნეულს და მწვანილს.
მიირთვით ცივი.