კიტრის როლი

  • 10 წუთი
  • მარტივი
  • 2

კიტრის როლი

  • 10 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

2 ცალი კიტრი

1 ცალი ავოკადო

1 ს.კ. კაპერსი

1 ს.კ. ლიმონის წვენი

1 ს.კ. ოხრახუში

1 ს.კ. კამა

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია

შუშა კიტრი სათლელით დათალეთ გრძელ ნაჭრებად. თავიდან ვიწრო ნაჭრები იქნება, რომელიც ამ რეცეპტისთვის არ გამოგადგებათ, თუმცა სალათში გამოიყენებთ. შიგთავსის გადასახვევად დიდი ბრტყელი ნათალები დაგჭირდებათ. 

ნათალები დადეთ დაფაზე და მოამზადეთ შიგთავსი. 

შიგთავსისთვის ავოკადო აუცილებლად უნდა იყოს რბილი და კარგი მწიფე. პატარა ფიალაში ჩაზილეთ ავოკადო, დაუმატეთ კაპერსი, ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და მარილი და პილპილი გემოვნებით. 

კიტრის ნათალზე დადეთ 1-2 ჩ.კ. შიგთავსი და ფრთხილად გადაახვიეთ. ნათალის ბოლოში შიგთავსი არ წაუსვათ.

ამოაყირავეთ როლები, დაფაზევე დააწყვეთ და მორთეთ კაპერსით და მწვანილით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები