ჩერი პომიდვრის და კიტრის სალათა მოცარელას ბურთებით

  • 10 წუთი
  • მარტივი
  • 2

ჩერი პომიდვრის და კიტრის სალათა მოცარელას ბურთებით

  • 10 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

300 გ ჩერი პომიდორი

2 კიტრი

1 ავოკადო

200 გ მოცარელას ბურთები

3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

2 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი

მარილი, პილპილი გემოვნებით

ხმელი ან ცოცხალი ბაზილიკი

მომზადების ინსტრუქცია

კიტრი და პომიდორი დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად. გავანაწილოთ განიერ თეფშზე. მწიფე ავოკადო გავჭრათ ორად და ამოვიღოთ რბილობი, დავუმატოთ დაჭრილ ბოსტნეულს მოცარელასთან ერთად.

მოვაყაროთ მარილი და ახალდაფქული პილპილი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და ძმარი. მოვაყაროთ ბაზილიკი ხმელი ან ცოცხალი, რომელიც ხელმისაწვდომია.

ეს მარტივი და გემრიელი სალათა შეინახება 1 დღე მაცივარში. 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები