2 პლანტას სიმინდის ტარო
2 პლანტას კიტრი
2 ცალი პლანტას ტკბილი წითელი წიწაკა
100 გ სალათის ფოთოლი
150 გ ჭყინტი სულგუნი ან მოცარელა
100 გ ნესვი
პიტნის ფოთლები
მარილი
პილპილი
1 ჩ.კ დიჟონის მდოგვი
1 ჩ.კ თაფლი
1 ჩ.კ ძმარი
2 ს.კ ზეითუნის ზეთი
მარილი
პილპილი
სიმინდს ვხარშავთ მზადყოფნამდე ან ვწვავთ გრილზე.
ვჭრით ბოსტნეულს და ყველს სასურველი ზომის ნაჭრებად. კიტრი შეგიძლიათ დათალოთ ბოსტნეულის სათლელით. ვათავსებთ ყველაფერს გაშლილ თეფშზე, ვაყრით სიმინდის მარცვლებს, პიტნის ფოთლებს, მარილს და პილპილს. მირთმევის წინ კი ვასხამთ ვინეგრეტს.