150 გ სალათის ფოთლების ნაირსახეობა (რუკოლა, აისბერგი…)
1 კიტრი
1 მწვანე ვაშლი
1 ავოკადო
2 ნიახურის ღერო
2 ბოლოკი
3-4 ღერო მწვანე ხახვი
ავოკადოს მაიონეზი:
½ ავოკადო
6-7 ბაზილიკის ფოთოლი
3 ს.კ. მაწონი
3 ს.კ ზეითუნის ზეთი
მარილი, პილპილი გემოვნებით
½ ლიმონის წვენი
წყალი სასურველი კონსისტენციის მისაღებად
სალათის ფოთლები დაანაწევრეთ ხელით, გაანაწილეთ მოზრდილ ლანგარზე ან თეფშზე.
კიტრი, ვაშლი, ბოლოკი და ნიახური დაჭერით თხელ ნაჭრებად დანით ან სლაისერით. დაჭერით ავოკადო, მწვანე ხახვი. ბოსტნეული გაანაწილეთ სალათის ფოთლებზე, მოაყარეთ მარილი.
მაიონეზის ყველა ინგრედიენტი აურიეთ ბლენდერში, დაუმატეთ ცივი წყალი, რომ მიიღოთ სასურველი კონსისტენცია. მოასხით სალათას და გემრიელად მიირთვით.