ბრინჯის ატრია - 1 შეკვრა
ყაბაყი - ½ ცალი
ტკბილი წიწაკა - ½ ცალი
სოიოს სოუსი - 50 მლ.
მიწის თხილი - 40 გრ.
სეზამის მარცვლები მოსაყრელად
დაღერღილი წიწაკა
კიტრი - 1/2 ცალი
ხახვი - ¼ თავი
ჯანჯაფილი - 2 გრ.
მწვანე ხახვი - 5 გრ. (გასაფორმებლად)
გახურებულ ტაფაზე დავყაროთ დაჭრილი ხახვი, შემდეგ ყაბაყი და ტკბილი წიწაკა. მოვასხათ სოიოს სოუსი, დავამატოთ ჯანჯაფილი და დაღერღილი წიწაკა. წყალში დავალბოთ ბრინჯის ატრია და უკვე დარბილებული მოვათავსოთ ბოსტნეულიან ტაფაში.
მოვწალოთ ცოტახანს და თეფშზე გადმოღებისას მოვაყაროთ მიწის თხილი და მწვანე ხახვი.