2 კიტრი
2-3 ლაიმი
30 გ პიტნა (ნახევარი კონა)
500 მლ გაზიანი მინერალური წყალი
ვაბლენდერებთ კიტრს და პიტნის ფოთლებს, 2 ჭიქა ცივ წყალთან ერთად. გადავწურავთ საწურზე, დავუმატებთ ლაიმის წვენს, მინერალურ წყალს და დამატკბობელს სურვილის შემთხვევაში. დასატკბობად შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლი, აგავის ან ნეკერჩხლის სიროფი.
სასმელით სავსე გრაფინში ჩავყრით ყინულებს, ბოსტნეულის სათლელით დათლილ კიტრს და ლაიმის ნაჭრებს.