1 კგ ლიმონის ცედრა
500 გ არაყი
750 გ შაქარი
500 გ წყალი
დარიჩინის ჩხირი
ლიმონის ცედრა (ცედრა აიღეთ ბოსტნეულის საფრცქვნელით ისე რომ თეთრი ნაწილი არ გაყვეს) მოათავსეთ არაყში და შეინახეთ 5-7 დღე (შეგიძლიათ ბოლო დღეს დაამატოთ დარიჩინის ჩხირი/მიხაკის მარცვალი/ილის მარცვალი). შაქრითა და წყლით მოხარშეთ სიროფი. გააგრილეთ და გადაურიეთ გაწურულ არაყში. შეინახეთ მაცივარში ან საყინულეში.