ნაკლები არის მეტი (less is more), ალბათ გაგიგიათ ეს გავრცელებული ფრაზა. ზოგადად მინიმალიზმისკენ მიდრეკილების ტენდეცია ბოლო დროს სწრაფად ვითარდება თანამედროვე ადამიანში. რაც კარგია, როგორც ადამიანისთვის ასევე გარემოსთვის. მინიმალიზმი შეიძლება ბევრ რაღაცაში დავინახოთ, რაღაცაში მოგვწონდეს, რაღაცაში არა. მარტივად რომ ავხსნათ მინიმალიზმი ნიშნავს ნაკლებს – ნაკლებით ჰარმონიის მიღწევას, ნაკლებით მაქსიმალურის მიღებას.
და რას ნიშნავს მეტი? მეტ ტვირთს, მეტ ფიქრს, მეტ მღელვარებას, მეტ უაზრობას – რაც სინამდვილეში არის ზედმეტი და არ გვჭირდება. ამიტომ ხშირად ნაკლები არის მეტი. კი გეთანხმებით, ნაკლები ფული არ არის მეტი. სხვა დანარჩენი განვიხილოთ.
მინიმალიზმი არის სიმარტივე, ბალანსი, თავისუფლება და სილაღე. ასეთი განცდები გეუფლებათ როცა მინიმალიზმი შემოგაქვთ თქვენს ცხოვრებაში. ზედმეტ ნივთებს მიაქვთ თქვენი ყურადღება, ფული, დრო და ენერგია. ბევრ რაღაცაში შეიძლება ნაკლები ნიშავდეს მეტს, მაგალათად:
1. ნაკლები ნივთი სახლში. რამდენი ნივთი გვაქვს სახლში რასაც არ ვიყენებთ? უმეტესობას ძალიან ბევრი. რაც არ უნდა ღარიბი იყოს ადამიანი, მაინც აქვს სახლში ისეთი ნივთები, რასაც საერთოდ არ იყენებს. განთავისუფლდით ზედმეტი ტვირთისგან და ნახავთ როგორ სიმსუბუქეს იგრძნობთ.
2. ნაკლები ტანსაცმელი. გადახედეთ თქვენს გარდერობს, რამდენ ტანსაცმელს ნახავთ რაც 2-3 წელი არ გცმიათ? ყველას გვაქვს ასეთი ტანსაცმელი. გაეცით რაც არ გჭირდებათ.
3. ნაკლები საკვები. ნაკლები საკვები არ ნიშნავს რომ ნაკლები ვჭამოთ, ეს ნიშნავს იმას რომ ვიყიდოთ მხოლოდ იმდენი, რამდენსაც შევჭამთ და არ მოგვიწიოს გადაყრა. დაახლოებით 800 მილიონ ადამიანს მსოფლიოში არ აქვს საკმარისი საჭმელი, რომ იცხოვროს აქტიური ჯანმრთელი ცხოვრებით.
4. ნაკლები მიზნები. იმის მაგივრად რომ 10-20 მიზანი გქონდეთ, გადეხედეთ რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე და არჩიეთ ერთი ან ორი. ეს დაგეხმარებათ უფრო კონცენტრირებული იყოთ თქვენ მიზანზე და შესაბამისად წარმატების ბევრად უფრო მალე მიაღწევთ.
5. ნაკლები უარყოფითი ემოციები. უარყოფითი ემოციები არა მარტო სრულიად უსარგებლოა, არამედ ზიანს აყენებს თქვენს თავს და თქვენს ჯანმრთელობას. სინანული, დანაშაულის გრძნობა, სიბრაზე, სიძულვილი და ეჭვიანობა ისევ თქვენთვის არის ცუდი. ეცადეთ აპატიოთ სხვასაც და თქვენ თავსაც წარსული შეცდომები, და შეამციროთ ნეგატივი. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის რომ ასეთ რაღაცებში დავხარჯოთ დრო და ენერგია.
6. ნაკლები სესხები. სესხი ნიშნავს სამსახურზე მიჯაჭვულობას, თავისუფლების დაკარგვას. ჯობია ეს ტენდეცია შევცვალოთ, და იმის ნაცვლად რომ ავიღოთ სესხი, შევაგროვოთ ფული და შემდეგ ვიყიდოთ სასურველი ნივთი. ყოველთვის გადადეთ რაღაც ოდენობის თანხა თქვენი ყოველთვიური შემოსავლიდან. არ დახარჯოთ ფული იმაში, რაც რეალურად არ გჭირდებათ.
7. ნაკლები დრო მონიტორებთან. ნაკლები ტელევიზორი, ნაკლები კომპიუტერი, ნაკლები ფილმები, ნაკლები სერიალები… გაატარეთ მეტი დრო თქვენ ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, ბუნებაში, სეირნობაში, წიგნის კითხვაში, აქტიურ სპორტში… შეიგრძენით ცხოვრება! ან უბრალოდ დაასვენეთ გონება ყველაფრისგან.
8. ნაკლები დრო ტელეფონში. წაშალეთ აპლიკაციები რასაც არ იყენებთ. გათიშეთ ხმოვანი შეტყობინებები. ეცადეთ უზროთ ტელეფონი და სოციალური ქსელები არ ამოწმოთ ყოველ თავისუფალ წუთს. იყავით უფრო „ამ მომენტში“ და „ახლა“.
9. ნაკლები არაჯანსაღი საკვები. ნახევარ-ფაბრიკატები, ტკბილეული, სწრაფი კვება, ყავა, ემულგატორებით გაჯერებული საკვები, კომერციული ხორც-პროდუქტები, მედიკამანტები. ეს ყველაფერი გართმევთ ჯანმრთელობას და ენერგიას. (ასევე ფინანსებსაც). მიირთვით მეტი ხილი და მეტი ბოსტნეული.
10. ნაკლები ვალდებულები. განთავისუფლდით უაზრო ვალდებულებისგან: სამსახური, ხალხი, წვეულებები… ეცადეთ აკეთოთ მხოლოდ ის რაც მართლა ღირებულია თქვენთვის.
ეს არის მცირე ჩამონათვალი. ამ თითოეულს უფრო დეტალურად ავსხნი შემდეგ პოსტებში და გაგიზიარებთ როგორ შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ და მივიღოთ მეტი ნაკლებით.