• 2 ცალი კიტრი
ვეგანური „ნადუღი“
• 50გ ქეშიუს ყველი
• 50გ ტოფუ
• 1ს.კ. პიტნა
• ¼ ჩ.კ. ვარდისფერი მარილი
ვეგანური „ხიზილალა“
• ½ ჭიქა წყალი
• 1 ცალი ნორის ფურცელი
• 1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
• 1 სუფრის კოვზი ჩია
ვეგანური „ნადუღისთვის“ ტოფუ ჩაზილეთ ჩანგლით და შეურიეთ ქეშიუს თხევადი სპრედი. წვრილად დაჭერით პიტნა და დაუმატეთ „ნადუღს“.
ვეგანური „ხიზილალისთვის“ წყალი, სოიოს სოუსი და ნორის ფურცელი დააბლენდერეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. პატარა ქილაში აურიეთ მიღებულ სითხე და ჩია. დააყოვნეთ 1 საათი მაინც, რომ ჩიას მარცვლებმა მიიღონ ზღვის წყლამცენარეების (შესაბამისად თევზის, ხიზილალის) გემო.
გასაწყობად კიტრი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად, ამოაჭერით გულები და ჩადეთ კოვზით „ნადუღი“. ზევიდან დაადეთ „ხიზილალა“.