2 მოზრდილი კიტრი
2 ავოკადო
2 კბილი ნიორი
300 გ მაწონი
6 ღერო მწვანე ხახვი
7-8 ღერო პიტნა
½ ჩ.კ. მსხვილი ზღვის მარილი
სასურველია ყველა ბოსტნეული იყოს ცივი. კიტრი გათალეთ, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად და მოათავსეთ ბლენდერში დაჭრილ ავოკადოსთან, მაწონთან და ნიორთან ერთად. დაუმატეთ ½ ჭიქა ცივი წყალი, (შეგიძლიათ ყინულებიც), მწვანე ხახვის ნახევარი, 4 ღერო პიტნის მხოლოდ ფოთლები, მარილი და დაატრიალეთ ბლენდერში, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, კონსისტენცია შეგიძლიათ წყლის ჩამატებით დაარეგულიროთ.
წვნიანი გაანაწილეთ ჯამებში. დაჭერით დარჩენილი მწვანილი და მოაყარეთ ზემოდან.