ნაყინის ტორტი მაყვლით

  • 8 საათი
  • საშუალო
  • 8

ნაყინის ტორტი მაყვლით

  • 8 საათი
  • საშუალო
  • 8

ინგრედიენტები

100 გ ორცხობილა

2 სკ ქოქოსის ზეთ

300 გ მაყვალი

1 ლიმონის წვენი

2 პატარა ბანანი (200 გ)

300 გ მაწონი

150 გ ნაღები

60 გ შაქრის პუდრი

მწიკვი დარიჩინი

200 გ მაყვალი გასაფორმებლად

მომზადების ინსტრუქცია

ორცხობილა დააქუცმაცეთ, შეურიეთ დამდნარი ქოქოსის ზეთი და ჩატკეპნეთ უძირო, 16-18 სმ დიამეტრის ყალიბში, ყალიბს წინასწარ გადააკარით გრინი. შეინახეთ მაცივარში, სანამ ამზადებთ ნაყინის მასას.

300 გ. მაყვალი დააბლენდერეთ ლიმონის წვენთან ერთად, გადაიტანეთ საწურზე და გაათავისუფლეთ წიპწებისგან. მაყვლის მასა ხელახლა დააბლენდერეთ ბანანთან ერთად.

მაწონი, ნაღები, შაქრის პუდრი და მწიკვი დარიჩინი ათქვიფეთ ხელის სათქვეფით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მაყვლისა და მაწვნის მასა თითო ჩამჩით ჩაასხით ყალიბში მონაცვლეობით, მასა დაასხით ზუსტად ცენტრში, არ მოურიოთ. გაიმეორეთ ეს მოქმედება, ვიდრე სითხე არ გათავდება. შეინახეთ საყინულეში 1 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ, წრიულად დაალაგეთ მთელი მაყვლები და შეინახეთ გასაყინად მინიმუმ 6 საათით ან მთელი ღამით.

ნაყინის ტორტი დაჭრამდე 15 წუთით ადრე გამოიღეთ საყინულიდან, ააცალეთ გრინი და მოხსენით ყალიბი. დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები