ვეგანური ფახიტასი

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 4

ვეგანური ფახიტასი

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

2 ც. წითელი ტკბილი წიწაკა

2 ც. მწვანე ტკბილი წიწაკა

1 ც. ყვითელი ტკბილი წიწაკა

300 გ ხის სოკო

1 ჩ.კ. ჩილის ფანტელი

1/2 ჩ.კ. პილპილი

1 ჩ.კ. ვარდისფერი მარილი

1 ჩ.კ. ქოქოსის შაქარი (სურვილისამებრ)

1/2 ჩ.კ. ძირა ან კუმინი

1/2 თავი ხახვი (სურვილისამებრ)

2 კბილი ნიორი (სურვილისამებრ)

1-2 ს.კ. ცივად დაწურული ზეითუნის ზეთი ან კახური ზეთი

8 ცალი ტორტია (უგლუტენო ან მარცვლეულის ფქვილისგან). შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ ლავაშით.

ქეშიუს კრემ-ყველი (ან მცენარეული იოგურტი).

რამდენიმე ღერო ოხრახუში ან ქინძი


 

მომზადების ინსტრუქცია

ფახიტასი მექსიკური კერძია, რომელიც, სტანდარტულად, ხორცით მზადდება. ფახიტასის ვეგანური ვერსიის მთავარი ინგრედიენტი პლანტას ფერადი, ტკბილი წიწაკაა. ხორცი კი მარტივად შეიძლება ჩანაცვლდეს სოკოთი.

ტკბილი წიწაკები გარეცხეთ, გაასუფთავეთ თესლებისგან და გრძლად დაჭერით.

ხის სოკო დაძენძეთ გრძლად (ქათმის ფილეს მსგავსად).

ხახვიც (თუ იყენებთ) გრძლად დაჭერით, ნიორი კი კარგად დაჭყლიტეთ და წვრილად დაჭერით.

დიდ თასში აურიეთ ფახიტასის ყველა ინგრედიენტი და შედგით გახურებულ ღუმელში 220 გრადუსზე 20 წუთით, ან სანამ არ გადაიბრაწება. დროდადრო ამოურიეთ. ტორტიას პურებიც ღუმელში გააცხელეთ, ბოლო 5 წუთით.

გასაწყობად პურში ჩადეთ ფახიტასი, თითოში დაახლოებით ორი სუფრის კოვზი, მოასხით იოგურტი და მოაყარეთ მწვანილი. მიირთვით ცხელ-ცხელი.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები