ტკბილი წიწაკა ნადუღის გულსართით

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 3

ტკბილი წიწაკა ნადუღის გულსართით

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 3

ინგრედიენტები

3 ც. ტბილი წიწაკა ტკბილი პალერმო

200 გ ნადუღი

100 გ ხმელი სახეობის ყველი (პარმეზანი ან დამბალხაჭო)

1 ც. კვერცხი

მსხვილი მარილი, პილპილი და ორეგანო გემოვნებით

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

ოხრახუშის რამდენიმე ღერო გასაფორმებლად

მომზადების ინსტრუქცია

გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე.

წიწაკები გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ თესლები და დაალაგეთ საცხობ ფირფიტაზე.

ჯამში აურიეთ ნადუღი, გახეხილი ყველი და მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და ორეგანო სურვილისამებრ. 

გულსართი გადაანწილეთ წიწაკებში, მოახეხეთ ცოტა ყველი, მოასხით ზეითუნის ზეთი და გამოაცხვეთ 20 წუთი ან ვიდრე ყველი მადისამღძვრელ ოქროსფერს არ მიიღებს. 

გამომცხვარ კერძს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში. 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები