ტკბილი წიწაკის გალეტი

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 3

ტკბილი წიწაკის გალეტი

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 3

ინგრედიენტები

7-8 ც. ტკბილი, ფერადი წიწაკა

3 კბილი ნიორი

7 ფირფიტა ფილოს ცომი

5 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 ჩ.კ. ქონდარი

მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. წიწაკები გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ თესლები.

ღუმელთან თავსებად ტაფაზე, ცოტაოდენ ზეთში, მოწვით გაუფცქვნელი ნივრები. დაალაგეთ წიწაკები კანით ქვემოთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ქონდარი, 5-10 წუთი მობრაწეთ ტაფაზე, შემდეგ გადაიტანეთ ღუმელში და დატოვეთ 15 წუთით, ან ვიდრე არ დარბილდება. 

გაამზადეთ ფილოს ცომი, თითოეულ ფირფიტას ფუნჯით წაუსვით ზეითუნის ზეთი, გამოიღეთ უკვე დარბილებული და მობრაწული წიწაკები, მოათავსეთ ფილოს ცომი, ჩაუკეცეთ გვერდები და შეაბრუნეთ ღუმელში ვიდრე არ დაიბრაწება ზედაპირი, ან 15-20 წუთით. 

ტაფას დაადეთ განიერი ლანგარი და ამოატრიალეთ, ტარტი ტატენის პრინციპით. 
არავეგანური ვერსიისთვის შეგიძლიათ მოაყაროთ ყველი ფეტა.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები