ტკბილი წიწაკა ქინოას გულსართით

  • 45 წუთი
  • მარტივი
  • 4

ტკბილი წიწაკა ქინოას გულსართით

  • 45 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

6 ცალი ტკბილი წიწაკა

2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

მარილი

პილპილი

150 გ ქინოა

20 გ ოხრახუში

35 გ გარჩეული ფსტა

2 ს.კ ზეითუნის ზეთი

1 ჩ.კ პაპრიკა

½ ლიმონის წვენი

1 ჩ.კ ხმელი ორეგანო

¼ ჩ.კ დაღერღილი წითელი წიწაკა

¼ ჩ.კ ახალდაფქული შავი პილპილი

1 კბილი ნიორი

100 გ ყველი ფეტა

მომზადების ინსტრუქცია

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.

საცხობ ფირფიტას წაუსვით ცოტა ზეთი. ტკბილი წიწაკები გაჭერით სიგრძეზე, გამოაცალეთ გული, დაალაგეთ ფირფიტაზე და ფუნჯით გადაუსვით ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ მარილი და პილპილი. გამოაცხვეთ 30-40 წუთი.

ქინოა გარეცხეთ გამდინარე წყალში, მოათავსეთ წყლით სავსე ქვაბში, ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და შემოდგით ცეცხლზე. Ხარშეთ 20 წუთი ან შეფუთვაზე დატანილი დროის მიხედვით. გადაწურეთ საწურზე და გააგრილეთ.

დაჭერით ოხრახუში და ნიორი. ცხელ, მშრალ ტაფაზე დაყარეთ ფსტა და მსუბუქად შეაწითლეთ რამდენიმე წუთით. დაჭერით მსხვილად.

შეგრილებულ ქინოას დაუმატეთ ზეთი, ლიმონის წვენი, მწვანილი, ყველა სანელებელი, მარილი, ფსტა. კარგად აურიეთ. გაანაწილეთ წიწაკებში, მოაყარეთ დაფშვნილი ფეტა.
 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები