8ც ტკბილი წიწაკა ტკბილი პალერმო
100გ ზეითუნის ზეთი (ცივი დაწურვის)
1 ლაიმის წვენი
2 კბილი ნიორი
1ჩ/კ მარილი
1ს/კ შაქარი
1 ან 2 ცხარე წიწაკა ჰალაპენიო (სურვილის მიხედვით)
1 შეკვრა ოხრახუში
მარინადის მოსაზმადებლად ზეითუნის ზეთს ვამატებთ შაქარს, მარილს, ნიორს, წიწაკას და წვრილად დაჭრილ ოხრახუშს.
200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ვათავსებთ ზეთით დამუშავებულ წიწაკას 20-25 წუთით. შემდეგ ვახვევთ ალუმინის ქაღალდში სრულ გაგრილებამდე.
გაგრილებულ ტკბილ წიწაკას ვაცლით კანს და ვასუფთავებთ გულებისგან. ამის შემდეგ ვჭრით სასურველ ფორმებად და ფენა-ფენა, მარინადთან ერთად, ვინახავთ ჰერმეტულ ჭურჭელში 4-5 საათით. ინახება რამდენიმე დღე მაცივარში.
გემრიელად მიირთვით.