4 ც. ვარდისფერი პომიდორი
4 ც. კვერცხი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი და პილპილი გემოვნებით
ოხრახუში გასაფორმებლად
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
პომიდვრებს მოაჭერით თავი და კოვზით ამოაცალეთ რბილობი (შეინახეთ სხვა კერძისთვის).
ცეცხლგამძლე ყალიბში ჩაალაგეთ პომიდვრები, მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, ჩადეთ კვერცხი, კვლავ მოაყარეთ მარილი და პილპილი და გამოაცხვეთ 30 წუთი ან მზადყოფნამდე. გამომცხვარ კერძს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.