შაკშუკა

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 3

შაკშუკა

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 3

ინგრედიენტები

4 ცალი ვარდისფერი პომიდორი (700-800 გ)

2 ცალი ტკბილი წიწაკა

2 ს.კ ზეითუნის ზეთი

1 ხახვი

2 კბილი ნიორი

1 ჩ.კ პაპრიკა

½ ჩ.კ წითელი დაღერღილი წიწაკა

1 ჩ.კ ლიმონის წვენი

ოხრახუშის რამდენიმე ღერო

მწიკვი მარილი, პილპილი, ძირა (სურვილისამებრ)

6 კვერცხი

60 – 80 გ ყველი ფეტა

პიტნის და ოხრახუშის ფოთლები სერვირებისთვის

მომზადების ინსტრუქცია

ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, დაყარეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, დატოვეთ საშუალო ცეცხლზე, მთავარია, ნიორი ზედმეტად არ შეიწვას. როგორც კი დარბილდება ხახვი, ვამატებთ მსხვილად დაჭრილ ტკბილ წიწაკებს. ვტოვებთ ცეცხლზე რამდენიმე წუთი, ვურევთ. ვუმატებთ წვრილად დაჭრილ პომიდორს, მარილს, პილპილს, ძირას, დაჭრილ ოხრახუშს, დაღერღილ წიწაკას, პაპრიკას, ლიმონის წვენს და ვტოვებთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი.

ტაფაზე კოვზით გავათავისუფლებთ რამდენიმე ადგილს კვერცხისთვის, ჩავაწყობთ ცილით ან ცილის გარეშე, თქვენი სურვილისამებრ. კვერცხს მოვაყრით ცოტა მარილს, პილპილს, ჩავფშვნით ფეტას. ტაფას ვახურავთ თავსახურს და ველოდებით კვერცხის მომზადებას. შეგიძლიათ დატოვოთ ნახევრად თოხლო ან მოამზადოთ გამყარებამდე.

სერვირებისას ვაყრით პიტნისა და ოხრახუშის ფოთლებს.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები