1 ყვავილოვანი კომბოსტო (დაახლოებით 800 გრამიანი)
2 ს.კ ზეთი
1 მოზრდილი თავი ხახვი
4 კბილი ნიორი
1 ს.კ გახეხილი ნედლი კოჭა
2 ც. დაფნის ფოთოლი
2 ჩ.კ კურკუმა
1 ჩ.კ კუმინი
1 ჩ.კ ხმელი ქინძი
½ ჩ.კ შავი პილპილი
¼ ჩ.კ დაღერღილი წითელი წიწაკა
1 ჭიქა პომიდვრის პიურე
2 ჭიქა ქოქოსის რძე
1 ჭიქა მოხარშული მუხუდო
მარილი გემოვნებით
1 ლაიმი
ოხრახუშის ფოთლები
მოზრდილ ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ჩავყაროთ დაფნის ფოთლები, წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და გახეხილი კოჭა, ვშუშოთ, ვიდრე ხახვი გამჭვირვალე არ გახდება. დავამატოთ სანელებლები და კარგად ავურიოთ.
ყვავილოვანი კომბოსტო დავანაწევროთ ყვავილედებად, ჩავყაროთ ქვაბში და ამოვსვაროთ სანელებლებში, დავუმატოთ პომიდვრის პიურე და 1 ჭიქა წყალი. ქვაბს დავახუროთ თავსახური და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთით.
დანიშნული დროის გასვლის შემდეგ, ქვაბში ვამატებთ ქოქოსის რძეს, წინასწარ მოხარშულ ან კონსერვირებულ მუხუდოს, მარილს და ვტოვებთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთით. სულ ბოლოს კი ჩავაწურავთ ნახევარი ლაიმის წვენს.
მივირთმევთ მოხარშულ ბრინჯთან ერთად, ვაფორმებთ ოხრახუშის ფოთლებით და ლაიმის ნაჭრებით.