რატომ უნდა შეიტანოთ ბროკოლი საკვებ რაციონში დღესვე
3 წუთიანი საკითხავი
რატომ უნდა შეიტანოთ ბროკოლი საკვებ რაციონში დღესვე

ბროკოლი კომბოსტოს ნაირსახეობას წარმოადგენს. მისი წარმოშობის ადგილი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთია. ბროკოლი იტალიაში ძველი რომის იმპერიის დროიდან მოჰყავთ. მისი დასახელებაც იტალიური სიტყვიდან მომდინარეობს და კომბოსტოს აყვავებულ ტოტს ნიშნავს.

ბროკოლის ჭამა შეიძლება როგორც უმის, ასევე მომზადებულის. იმისთვის, რომ მომზადების შემთხვევაში, ბროკოლის მაქსიმალურად შეუნარჩუნოთ მისი სასარგებლო თვისებები, საკმარისია მოხარშვის ნაცვლად, უბრალოდ მოწალოთ. ამისთვის, ადუღებულ წყალში ბროკოლი მხოლოდ ორი წუთით მოათავსეთ. შედეგად მიიღებთ ძალიან გემრიელ, ხრაშუნა და არომატულ საკვებს.

უამრავი სასარგებლო თვისების გამო, ბროკოლის სუპერფუდადაც კი მიიჩნევენ. მიუხედავად დაბალკალორიულობისა, ის ძალიან მდიდარია სხვადასხვა ნუტრიენტებითა და ანტიოქსიდანტებით. ბროკოლი  ბოსტნეულის სხვა სახეობებთან შედარებით საკმაოდ დიდი რაოდენობით ცილასაც შეიცავს. 100 გრ. ბროკოლში 2.4 გრ. ცილაა.

100 გრ. ბროკოლის კვებითი ღირებულება შეგიძლიათ შემდეგ ცხრილში იხილოთ:

კალორია 35
ნახშირწყლები 7.2 გრ.
უჯრედისი 3.3 გრ.
ცხიმი 0.4 გრ.
ცილა 2.4 გრ.
 C ვიტამინი დღიური ნორმის 108 %
K ვიტამინი დღიური ნორმის 117%
A ვიტამინი დღიური ნორმის 31%
B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა) დღიური ნორმის 15%
რკინა დღიური ნორმის 3.7%
კალიცუმი დღიური ნორმის 3.1%
კალიუმი დღიური ნორმის 8%

როგორც ხედავთ, ბროკოლი უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ციტრუსოვანი კულტურები. 100 გრ. ბროკოლიში C ვიტამინის დღიური ნორმის 108%-ია (მაგალითად, ლიმონი C ვიტამინის დღიური ნორმის 88%-ს შეიცავს, ლაიმი კი – 48%-ს)!

ბროკოლი ასევე სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთირებასაც შეიცავს, რომელსაც ანთების საწინააღდეგო მოქმედება აქვს.

ბროკოლიში შემავალი ორი ძირითადი კაროტენოიდი, ლუტეინი და ზეაქსანტინი, ასაკთან დაკავშირებული მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების რისკს ამცირებს. ბროკოლი ბეტა კაროტინსაც შეიცავს, რომელიც სხეულში A ვიტამინად გარდაიქმნება. შესაბამისად, A ვიტამინის დეფიციტის მქონე ადამიანებს, ბროკოლი შესაძლოა მხედველობის გაუმჯობესებაში დაეხმაროს.

ბროკოლის K ვიტამინის დღიური ნორმის 117%-ს შეიცავს. K ვიტამინი კი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ბროკოლის ჭამა რეკომენდებულია ოსტეოპოროზის და სხვა ძვალ-სახსართა დაავადებების დროს.

ბროკოლი მიიჩნევა საკვებად, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. საქმე იმაშია, რომ ბროკოლი შეიცავს სულფორაფანს, რომელიც ბოსტნეულის მწვანე შეფერილობასა და მომწარო გემოს განაპირობებს. სულფორაფანი ეფექტურად ებრძვის კუჭის წყლულის გამომწვევ ბაქტერიებს. ის ხელს უშლის მსხვილი ნაწლავის, ფილტვის, პროსტატისა და პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას.

მგონი საკმარისზე მეტი მიზეზია, რომ ბროკოლი საკვებ რაციონში დღესვე შევიტანოთ. ის შეუცვლელ ინგრედიენტს წარმოადგენს არაერთი სალათისა და კერძის რეცეპტში. ბროკოლი დამოუკიდებელ გარნირადაც შეგიძლიათ მიირთვათ.

გამოქვეყნების თარიღი: 15 მარტი, 2021წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები