ბროკოლის სალათა თხილეულით და პარმეზანით

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 2

ბროკოლის სალათა თხილეულით და პარმეზანით

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

ბროკოლი – 350 გრ.

პარმეზანი – 40-50 გრ.

სეზამის მარცვლები – 20 გრ.

თხილი – 60 გრ.

ნუში- 60 გრ.

ლიმონი – ½ ლიმონის წვენი

ზეითუნის ზეთი – 2 სუფრის კოვზი

მომზადების ინსტრუქცია

ეს სალათი განსაკუთრებით ღირებულია მათთვის, ვისაც დილის ენერგიულად დაწყება სურს.

მოწალეთ ბროკოლი – ამისთვის დაჭრილი ბროკოლი სულ რაღაც 1 წუთით მოათავსეთ ადუღებულ წყალში და ამოიღეთ, შემდეგ კი ყინულიან თასში გადაიტანეთ, რათა ხასხასა მწვანე ფერი შეინარჩუნოს.

მოხალეთ თხილი, ნუში და სეზამის მარცვლები. მოხალული თხილეული გადაურიეთ ბროკოლის, მოასხით ცოტაოდენი ლიმონის წვენი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.

ეს მარტივი და ჯანსაღი სალათი დილიდან დიდ ენერგიას შეგმატებთ, რომელიც მთელი დღის განმავლობაში თან გაგყვებათ.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები