ბროკოლი მუჰამარას დიფში

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 4

ბროკოლი მუჰამარას დიფში

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

ბროკოლი 350 გრ.

½ ჭიქა მოხალული თხილი ან ნიგოზი

2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

1 ჩაის კოვზი მაშარაფი (ან 1 ცალი წყალში დამბალი კურკაგამოცლილი ფინიკი)

½ ჩაის კოვზი დაფქული კუმინი (ან ძირა)

¼ ჩაის კოვზი დაფქული ცხარე წითელი წიწაკა

½ ჩაის კოვზი ვარდისფერი მარილი

2 ცალი წითელი ტკბილი წიწაკა (ცხარეც შესაძლებელია, თუ გიყვართ)

2 სუფრის კოვზი ზეითუნის ან კახური მზესუმზირის ზეთი


 

მომზადების ინსტრუქცია

ბროკოლის ტოტები შებრაწეთ ღუმელში 200 გრადუსზე, დაახლოებით 15-20 წუთი. ასევე გამოცხვეთ წითელი ტკბილი წიწაკა 200 გრადუსზე დაახლოებით 15-20 წუთი.

მუჰამარასთვის კომბაინში დაატრიალეთ ჯერ თხილი, რომ დაქუცმაცდება, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, ტკბილი წიწაკის და ზეთის გარდა. გამომცხვარი ტკბილი წიწაკა გაჭერით, გაასუფთავეთ თესლებისგან, დაჭერით პატარა ოთხკუთხედებად და კომბაინში შეურიეთ დანარჩენ მასას. ბოლოს, დაუმატეთ ზეთი. თუ დიფი სქელი გამოვიდა, დაუმატეთ ცოტაოდენი თბილი წყალი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე.

სერვირება: თეფშზე დადეთ მუჰამარა. ზემოდან დაადეთ გამომცხვარი ბროკოლი. მოასხით ზეითუნის ან კახური ზეთი, უხდება მიკრომწვანილი ან სხვა მწვანე ფოთლები.

 

სასარგებლო თვისებები:

ბროკოლი - აღიარებულია სუპერ-საკვებად. ის დაბალკალორიული და, იმავდროულად, ნუტრიენტებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვებია, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები