რატატუი

  • 90 წუთი
  • მარტივი
  • 4

რატატუი

  • 90 წუთი
  • მარტივი
  • 4

ინგრედიენტები

4-5 ცალი ვარდისფერი პომიდორი

2 ცალი სხვადასხვა ფერის ყაბაყი

1 მოზრდილი ან 2 პატარა ბადრიჯანი

როზმარინის ტოტები, ხმელი არ ცოცხალი ორეგანო

მარილი, პილპილი

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

 

პომიდვრის სოუსისთვის:

4-5 ს.კ ზეითუნის ზეთი

500 გ პომიდორი

1 თავი ხახვი

4 კბილი ნიორი

1 ტკბილი წითელი წიწაკა

¼ ჭიქა ბაზილიკის/შაშკვლავის ფოთლები

1 ტოტი როზმარინი

1/2 ჩ.კ ხმელი ორეგანო და ქონდარი

მომზადების ინსტრუქცია

ვიწყებთ პომიდვრის სოუსის მომზადებით:
ტაფას ვაცხელებთ და ზეითუნის ზეთში ვშუშავთ დაჭრილ ხახვს და ნიორს, ვამატებთ დაჭრილ ტკბილ წიწაკას, ბოლოს კი გახეხილ, კანგაცლილ პომიდორს. ვშუშავთ 10-15 წუთი, მასა უნდა შესქელდეს. ვამატებთ მწვანილებს, მარილს, პილპილს გემოვნებით. ვსინჯავთ და ვუსწორებთ სანელებლებს საჭიროებისამებრ.

სანამ სოუსი იშუშება, დავჭრათ ბოსტნეული - სასურველია ყველა ნაჭერი იყოს თანაბარი სისქის. პომიდვრისგან მორჩენილი ნაკუწები შეგიძლიათ სოუსში ჩაამატოთ.

ვაცხელებთ ღუმელს 190 გრადუსზე.
ღუმელთან თავსებად ტაფაზე ან კერამიკულ/შუშის ჭურჭელში ჩავასხამთ პომიდვრის სოუსს, ბოსტნეულს ვალაგებთ მონაცვლეობით - პომიდორი, ყაბაყი, ბადრიჯანი, მუქი ყაბაყი - მჭიდროდ, წრიულად ან თქვენი სურვილისამებრ. ბოსტნეულს მოვასხამთ ზეითუნის ზეთს, მოვაყრით მარილს, პილპილს და მწვანილებს, განსაკუთრებით უხდება ცოცხალი როზმარინი. 
გადავაკრავთ ფოლგას და შევდგამთ ღუმელში გამოსაცხობად, 1 საათით. ბოლო 10 წუთი მოვხსნით ფოლგას და დავბრაწავთ ბოსტნეულს.

გემრიელია როგორც ცხელი, ასევე ცივი, მეორე დღეს.
 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები