ციტრუსის პანა კოტა

  • 4 საათი
  • საშუალო
  • 4

ციტრუსის პანა კოტა

  • 4 საათი
  • საშუალო
  • 4

ინგრედიენტები

250 მლ ნაღები (33%)

250 მლ რძე

60 გ შაქარი

5 გ ჟელატინის ფირფიტა (ოქრო)

½ ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი

ჟელესთვის:

200 მლ ლიმონის და ლაიმის ახალდაწურული წვენი

60-70 გ შაქარი

4 გ ჟელატინის ფირფიტა (ოქრო)

მომზადების ინსტრუქცია

მსუბუქ და არომატულ პანა კოტაში, იდეალურადაა დაბალანსებული ტკბილი და მჟავე, ცინცხალი გემო.  

თეთრი მასის მოსამზადებლად დაალბეთ ჟელატინი ცივ, ყინულებიან წყალში, 5-10 წუთი, სანამ ჟელატინი წყალშია, ქვაბში ჩაასხით რძე, ნაღები, ვანილი, ჩაყარეთ შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. უკვე დარბილებული ჟელატინი გაწურეთ ხელით და ჩააგდეთ ცხელ რძეში და ხელის სათქვეფით კარგად აურიეთ, რომ გაიხსნას ჟელატინი, არ აადუღოთ!

ჩაასხით ჭიქებში და გააგრილეთ ჯერ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ მაცივარში. ასეთი დიზაინის მისაღებად, როგორც ფოტოზე ხედავთ, საჭიროა ჭიქები მოათავსოთ მაფინის ყალიბში ირიბად და ასე გააგრილოთ თეთრი სითხე.

მოამზადეთ ციტრუსის ჟელე - გაწურეთ ლიმონის და ლაიმის წვენი, ჟელატინის ფირფიტები დაალბეთ ცივ წყალში. წვენი ჩაასხით ქვაბში, ჩაყარეთ შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩააგდეთ გაწურული ჟელატინი, მოურიეთ და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე, როდესაც თეთრი მასა უკვე მყარია, შეგიძლიათ ჩაასხათ ჭიქებში ციტრუსის ჟელეც. სწრაფი გაციებისთვის, მოათავსეთ საყინულეში რამდენიმე წუთით.

გემრიელად მიირთვით!

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები