125 გ კარაქი
175 გ შაქარი
3 კვერცხი
250 გ ფქვილი
1 ჩ.კ. საცხობი პუდრი
50 მლ რძე
1 ლიმონის ცედრა
1 ლაიმის ცედრა
100 გ შაქრის პუდრი
1 ს.კ. ლიმონის წვენი
გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსზე.
ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
კარაქი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე (მიქსერით). დაუმატეთ ლიმონის და ლაიმის ცედრა.
ჩაყარეთ კვერცხი თითო-თითოდ და კარგად ათქვიფეთ. მიღებულ მასას მონაცვლეობით დაუმატეთ ფქვილში არეული საცხობი პუდრი და რძე.
ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ყალიბში და აცხვეთ 45-55 წუთი. მზაობა შეამოწმეთ ხის წკირით, წკირს ცომი არ უნდა ამოყვეს.
მინანქრის მოსამზადებლად აურიეთ 100 გრამი შაქრის პუდრი და 1 ს.კ. ლიმონის წვენი. სასურველი კონსისტენციის მისაღებად, საჭიროებისამებრ დაამატეთ ლიმონის წვენი. მინანქარი მოასხით გაგრილებულ კექსს.