2 კვერცხი
85 გრ. შაქარი
30 მლ. რძე
125 გრ. ფქვილი
5 გრ. გამაფხვიერებელი
125 გრ. კარაქი
1 ლაიმის ცედრა
სანამი:
30 გრ. პიტნა
150 მლ. წყალი
75 გრ. შაქარი
2 ლაიმის წვენი
მინანქარი:
50 გრ. შაქრის პუდრი
3 ჩ.კ. ლაიმის წვენი
10 გრ. კარაქი ყალიბისთვის
მადლენი ტრადიციული ფრანგული ბისკვიტია, რომელსაც ნიჟარის ფორმებში აცხობენ, თუმცა ნებისმიერი ყალიბი მისაღებია, რომელზეც ხელი მიგიწვდებათ.
ვამზადებთ სანამს – შაქარს, წყალს და პიტნას ვადუღებთ 3 წუთი. სითხე უნდა გავაგრილოთ ბოლომდე, გადავწუროთ და დავუმატოთ ლაიმის წვენი.
ბისკვიტების მოსამზადებლად დაადნეთ კარაქი და შეაგრილეთ.
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ რძე, ცედრა, ისევ გადათქვიფეთ (ვმუშაობთ მიქსერით).
ფქვილი და გამაფხვიერებელი დააცერით კვერცხიან მასას, გადადით ხელის სათქვეფზე, კარგად გადაურიეთ, დაუმატეთ დამდნარი კარაქი. მოურიეთ, შეფუთეთ ჯამი და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით ან მთელი ღამით.
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ყალიბებს ფუნჯით წაუსვით დამდნარი კარაქი. ჩასვით ცომი კოვზით ან საკონდიტრო ტომრით, უნდა შეავსოთ ყალიბის 2/3.
აცხვეთ 13-15 წუთი. ამ რაოდენობის ცომით გამოგივათ დაახლოებით 20-22 ნამცხვარი.
მადლენის ბისკვიტი ძალიან ფაფუკია და სწრაფად იწოვს სითხეს. სანამ თბილია, რამდენიმე წამით ჩადეთ სანამში მხოლოდ ერთი, ზედა მხრიდან და გააგრილეთ.
მინანქრის მოსამზადებლად აურიეთ შაქრის პუდრი და 3 ჩაის კოვზი ლაიმის წვენი. თუ მასა სქელი მოგეჩვენებათ დაუმატეთ კიდევ ცოტა წვენი. სწრაფად ამოავლეთ ბისკვიტები ქვედა (ყალიბის) მხრიდან, მოახეხეთ კიდევ ცოტა ცედრა. მიირთვით ჩაისთან.