მარწყვის და ხაჭოს ნამცხვარი

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 16

მარწყვის და ხაჭოს ნამცხვარი

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 16

ინგრედიენტები

1 კგ ფენოვანი ცომი

150 გ კრემ-ყველი

1 კვერცხი

70 გ შაქარი

180 გ ხაჭო

1 ლიმონის ცედრა

1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (სურვილისამებრ)

500 - 600 გ მარწყვი

¼ ჭიქა ფსტა

1 კვერცხის გული  + 1 ს.კ. წყალი ზევიდან წასასმელად

ფქვილი სამუშაოდ

მომზადების ინსტრუქცია

ვიწყებთ კრემის მომზადებით: კრემ-ყველს, ხაჭოს, კვერცხს, შაქარს, ცედრას და ვანილს ვაერთიანებთ ჯამში. ვურევთ სათქვეფით ან  მიქსერით. გადავდგამთ გვერდით.
გავაცხელებთ ღუმელს 210 გრადუსზე.
გავშლით ფენოვან ცომს და ვაბრტყელებთ საბრტყელებლით, ფქვილის დახმარებით
პიცის საჭრელით ან დანით ვჭრით ცომს მართკუთხედებად. დაახლოებით 16-18 ნაჭერი გამოგვივა. დავსერავთ დანით გვერდებს, კიდეებიდან 2 სანტიმეტრზე, ძირს დავჩხვლეტთ ჩანგლით.
ცომის ნაჭრებს გადავიტანთ ფირფიტაზე, კიდეებზე გადავუსვამთ კვერცხის გულს, ცოტაოდენ წყალთან ერთად ათქვეფილს, ცენტრში დავასხამთ კრემს და გავუშვებთ ღუმელში.
მანამდე დავჭრით ფსტას და მარწყვს. 
ვაცხობთ 20-30 წუთი ან ვიდრე ცომი ოქროსფერი არ გახდება.
გამოვიღებთ გამომცხვარ ფენოვანს, გადმოვიტანთ ლანგარზე ან ცხაურზე, დავალაგებთ მარწყვს, მოვაყრით ფსტას.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები