მოცვის და ლიმონის მუსის ტორტი

  • 12 საათი
  • საშუალო
  • 12

მოცვის და ლიმონის მუსის ტორტი

  • 12 საათი
  • საშუალო
  • 12

ინგრედიენტები

ძირი:

200 გ ორცხობილა

100 გ კარაქი

მწიკვი მარილი

მოცვის მუსი:

300 გ მოცვი

90 გ შაქარი

1/2 -1 ლიმონის წვენი

10 გ ჟელატინის ფირფიტები (ოქრო)

300 გ ნაღები 33% 

მაწვნის მუსი:

270 გ მაწონი

80 გ შაქრის პუდრი

10 გ ჟელატინის ფირფიტები (ოქრო)

300 გ ნაღები 33%

1 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი ან პასტა, სურვილისამებრ

1 ლიმონის ცედრა

მომზადების ინსტრუქცია

ნამცხვრის მოსამზადებლად დაგვჭირდება უძირო ყალიბი 20-23 სმ დიამეტრით.

ყალიბი დადეთ სერვირების ლანგარზე ან თეფშზე, ჩაუფინეთ საკონდიტრო ლენტი, მარტივად რომ ააცალოთ ყალიბი.
ორცხობილა დავფქვათ საკვების პროცესორში. კარაქი დავადნოთ და შევურიოთ ორცხობილას, დავუმატოთ მარილი და ავურიოთ, მივიღებთ წებოვან მასას, რომელსაც ჩავტკეპნით ყალიბში.

მოცვის მუსის მოსამზადებლად ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში (მაქს 10 წუთით)

მოცვი, ლიმონის წვენი და შაქარი შემოვდგათ ქვაბით ცეცხლზე, წამოვადუღოთ და ვხარშოთ 2 წუთი, დავაბლენდეროთ. ცხელშივე ჩავაგდოთ გაწურული ჟელატინი (არ ადუღოთ!), ავურიოთ, რომ გაიხსნას. მოცვის მასიდან 30 გრამი გადავინახოთ ცალკე მოსართავად, ჩავასხათ საკონდიტრო ტომარაში და გადავდოთ გამოყენებამდე.

გავაგრილოთ მოცვი ოთახის ტემპერატურაზე.

ავთქვიფოთ ნაღები, საშუალო სიმყარემდე. დელიკატურად, თითო კოვზით შევურიოთ მოცვის მასა და ჩავასხათ ყალიბში. შევინახოთ მაცივარში ვიდრე ვამზადებთ მაწვნის მუსს.

მაწვნის მუსის მოსამზადებლად ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში.

მაწონი ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით. 

პარალელურად ავთქვიფოთ ნაღები შაქრის პუდრით, ვანილით და ლიმონის ცედრით, საშუალო სიმყარემდე.

მაწვნის მასიდან 2 კოვზი გადავიტანოთ პატარა ქვაბში, დავამატოთ გაწურული ჟელატინი და შევათბოთ დაბალ ცეცხლზე, არ ავადუღოთ! როდესაც ჟელატინი გადნება, გადმოვდგათ და თითო კოვზით დავამატოთ მაწონი და თან ვურიოთ სათქვეფით, რომ ჟელატინი სრულად გაიხსნას. 

ამის შემდეგ კი, ისევ თითო კოვზით, დელიკატური მორევით ვამატებთ ათქვეფილ ნაღებს. ვურევთ ვიდრე ერთიან მასას არ მივიღებთ.

მზა მაწვნის კრემი ჩავასხათ ყალიბში. გადანახული მოცვის კონფიტიური წერტილებად ჩავსვათ მაწვნის კრემში და ხის წკირით ავურიოთ, დავხატოთ სასურველი ორნამენტები.

ამის შემდეგ კი ვაცივებთ მინიმუმ 12 საათით.

მორთეთ ცოცხალი მოცვით და პიტნის ფოთლებით, გემრიელად მიირთვით!

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები