500 გ ყვავილოვანი კომბოსტო
1 ს.კ ზეითუნის ზეთი
მარილი
შავი პილპილი
50 გ პეკანი (ან ნიგოზი)
150 გ წყალი
1 პატარა კბილი ნიორი
¼ ჩ.კ. დაღერღილი წითელი წიწაკა
1 ს.კ. ლიმონის წვენი
მარილი გემოვნებით
ყვავილოვანი კომბოსტო მოვწალოთ ადუღებულ წყალში 5 წუთი. ყვავილედები დავჭრათ თხელ ნაჭრებად და შევწვათ გრილის ან ჩვეულებრივ ტაფაზე, ვიდრე ოქროსფერი არ გახდება. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. სოუსი ფაქტობრივად ბაჟეს თხელი და უფრო ცოცხალი ვარიანტია, ლიმონის და პეკანის წყალობით.
მის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი დავატრიალოთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და მოვასხათ შემწვარ კომბოსტოს.
თუ შენახვას დააპირებთ, უმჯობესია ცალ-ცალკე შეინახოთ და უშუალოდ ჭამის წინ მოასხათ სოუსი.
გემრიელად მიირთვით!