6 სიმინდის ტარო
50გ კარაქი
50გ ყველი
პილპილი გემოვნებით
მწვანე ხახვი
ოხრახუში
სიმინდის ტარო გაასუფთავეთ, გარეცხეთ და მოხარშეთ 20 წუთი.
გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე.
წვრილ სახეხზე გახეხეთ ყველი. გამოიყენეთ ქართული ქარხნის ყველი ან სხვა მყარი სახეობა.
პარალელურად ჯამში აურიეთ რბილი კარაქი და გახეხილი ყველის ნახევარი.
ცხელ ტაროებს გადაუსვით კარაქის და ყველის ნაზავი, მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, მოაყარეთ პილპილი და გამოაცხვეთ 20-25 წუთი ან ვიდრე არ მოიბრაწება.
ღუმელიდან გამოღების შემდეგ მოაყარეთ დარჩენილი ყველი და წვრილად დაჭრილი მწვანილები.