ქლიავის ნამცხვარი ხრაშუნა ზედაპირით

  • 60 წუთი
  • საშუალო
  • 6

ქლიავის ნამცხვარი ხრაშუნა ზედაპირით

  • 60 წუთი
  • საშუალო
  • 6

ინგრედიენტები

100 გ კარაქი
100 გ შაქარი
2 კვერცხი
125 გ ფქვილი
7 გ საცხობი პუდრი
1 ჩ.კ ვანილის პუდრი ან ვანილის ექსტრაქტი
400 გ ქლიავი

 

კრამბლის მასალა:

50 გ კარაქი
50 გ ყავისფერი შაქარი
80 გ ფქვილი

მომზადების ინსტრუქცია

გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე.

საცხობ ყალიბს (20-22 სმ დიამეტრის), წაუსვით კარაქი, ძირზე დააფინეთ საცხობი ქაღალდიც, მარტივად რომ ამოიღოთ ნამცხვარი.
 
ოთახის ტემპერატურის კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ფაფუკი მასის მიღებამდე, დაუმატეთ სათითაოდ (ოთახის ტემპერატურაზე შემთბარი) კვერცხი. კარგად ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები და გადაურიეთ ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე. ცომი გადაიტანეთ ყალიბში, დაალაგეთ კურკაგამოცლილი ქლიავი.
კრამბლის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი დაატრიალეთ ჩოპერში ან მოზილეთ ხელით, უნდა მიიღოთ ფხვიერი, წებოვანი მასა. სასურველი ტექსტურის მისაღებად შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ჩ.კ წყალი. 

კრამბლი მოაყარეთ ქლიავს და გამოაცხვეთ 30 წუთი, შემდეგ აუწიეთ ტემპერატურას 200 გრადუსამდე, ნამცხვარი აიტანეთ 2 სართულით მაღლა ღუმელში და გამოაცხვეთ კიდევ 10 წუთი, ზედაპირი რომ მოიბრაწოს. 
 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები