ჟოლოს სორბე

  • 5 საათი
  • მარტივი
  • 6

ჟოლოს სორბე

  • 5 საათი
  • მარტივი
  • 6

ინგრედიენტები

800 გ ჟოლო

110 გ შაქარი

350 მლ წყალი

4 ღერო პიტნა

½ ლიმონის წვენი

მომზადების ინსტრუქცია

წყალი, პიტნა და შაქარი ქვაბით შემოდგით საშუალო ცეცხლზე, ადუღეთ 3 წუთი, გააგრილეთ. გამოყენებამდე გადაწურეთ (პიტნა აღარ დაგჭირდებათ).
ჟოლო, ლიმონის წვენი და შაქრის სიროფი დაატრიალეთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მასა გადაიტანეთ ყინვაგამძლე კონტეინერში და შეინახეთ საყინულეში, ყოველ 30 წუთში ამოურიეთ, ვიდრე სრულად არ გაიყინება.
მირთმევის წინ გამოიღეთ საყინულიდან 10 წუთით ადრე, ბურთების გაკეთება რომ გაგიმარტივდეთ, მორთეთ პიტნის ფოთლებით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები