2 ტკბილი წითელი წიწაკა
1 ჰალაპენიო
3 კბილი ნიორი
300 გ მოხარშული/კონსერვირებული მუხუდო
½ ლიმონის წვენი
მარილი გემოვნებით
½ ჩკ პაპრიკა
¼ ჭიქა ზეითუნის ზეთი
ტკბილი წიწაკები და ჰალაპენიო ამოვსვაროთ ზეთში, გამოვაცხოთ გახურებულ ღუმელში 20 წუთი 200 გრადუსზე ან ჰაერღუმელში 10 წუთი 200 გრადუსზე.
ცხელივე გადავიტანოთ ღრმა ჯამში და ჰერმეტულად დავახუროთ თავზე, ასე გავაგრილოთ. ამის შემდეგ კანი მარტივად მოძვრება. თესლები და ყუნწებიც
მოვაცალოთ და გადავიტანოთ კომბაინის ჯამში, დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და დავატრიალოთ. უნდა მივიღოთ კრემისებრი მასა. შეგიძლიათ
გააფორმოთ დამატებითი ზეითუნის ზეთით და ნიგვზით, მიირთვით გაფიცხებულ ლავაშებთან/ტორტიასთან და ბოსტნეულთან ერთად.